რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის განცხადებით, რუსეთი დრონებით თავდასხმას მოქმედებით უპასუხებს.
კითხვაზე, შეიძლება ჩაითვალოს თუ არა კრემლზე დრონებით თავდასხმა „კაზუს ბელად“, ლავროვმა უპასუხა:
"ეს აშკარად მტრული ქმედება იყო. სრულიად გასაგებია, კიეველი ტერორისტები ამას ვერ ჩაიდენდნენ, თავიანთ ბატონებს რომ არ სცოდნოდათ. ჩვენ არ ვუპასუხებთ საუბრით იმას, არის თუ არა ეს „კაზუს ბელი“, არამედ კონკრეტული ქმედებებით ვუპასუხებთ. ძალიან დიდი მოთმინება გვაქვს“.
ლავროვის თქმით, მისი ყურადღება მიიქცია აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის სიტყვებმა, რომელმაც განაცხადა, რომ შეერთებული შტატები უკრაინას არ კარნახობს მეთოდებს, რომლითაც ის საკუთარ სუვერენიტეტს იცავს.
"ალბათ, ამით ყველაფერი ნათქვამია“, - აღნიშნა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.