ავტორი:

63 თანამედროვე ავტორი 63 მოთხრობით - XXI საუკუნის ქართული ლიტერატურის საგანძური, რომელიც ბიბლიოთეკაში ყველას უნდა ჰქონდეს

63 თანამედროვე ავტორი 63 მოთხრობით - XXI საუკუნის ქართული ლიტერატურის საგანძური, რომელიც ბიბლიოთეკაში ყველას უნდა ჰქონდეს

63 თანამედროვე ავტორი 63 მოთხრობით, რომელიც XXI საუკუნის ქართული ლიტერატურის ნამდვილი საგანძურია - „პალიტრა L-მა“ დაიწყო ახალი სერიის გამოცემა, რომელიც ჟურნალ „ლიტერატურულ პალიტრაში“ გამოცემულ მკითხველისთვის ყველაზე დასამახსოვრებელ მოთხრობებს აერთიანებს.

ეს არის თითქმის დოკუმენტურ სურათებად აღდგენილი და მხატვრულ ტექსტებად ქცეული ახალი საქართველოს ცხოვრება, სამ ტომში თავმოყრილი ამბებისა და ისტორიების პალიტრა, რომელიც 21-ე საუკუნის მთავარ საფიქრალს იტევს.

ისეთი თანამედროვე ქართველი ავტორების მოთხრობები, როგორიცაა არჩილ ქიქოძე, ანა კორძაია-სამადაშვილი, დათო ტურაშვილი, ნოდარ მაჭარაშვილი, რეზო თაბუკაშვილი, მანანა დუმბაძე, შოთა იათაშვილი, ლუკა ბაქანიძე, რუსუდან რუხაძე, ბექა ქურხული, თეონა დოლენჯაშვილი, ეკატერინე ტოგონიძე, ლია ლიქოკელი, XXI საუკუნის ოჯახის ბიბლიოთეკაში მნიშვნელოვან ადგილს დაიკავებს.

მწერალი და სერიის რედაქტორი ბესო ხვედელიძე სერიის წინასიტყვაობაში განმარტავს, რომ მოთხრობების გამოცემის იდეა დაიბადა, ჟურნალ „ლიტერატურული პალიტრიდან“, რომელიც 2005-2014 წლებში გამოიცემოდა.

მისი თქმით, ჟურნალმა ბევრი ძლიერი ავტორი აღმოუჩინა და აღუზარდა ქართულ მწერლობას.

„აღარაა ჟურნალი, სამაგიეროდ დარჩა მისი აუწონავი, უზარმაზარი და ნაირ-ნაირი ლიტერატურული სიმდიდრეებით უხვად გაჯერებული ოქროს არქივი. იდეა-მეთქი და სწორედ ამ არქივზე დაყრდნობით ამოვარჩიე 80-მდე ლიტერატურულად ძლიერი ტექსტი, ანუ, ამ შემთხვევაში, ჟურნალში გამოქვეყნებული ქართველი მწერლების მოთხრობები, რომლებიც მერე ანთოლოგიის ტომებში უნდა გადამენაწილებინა“, - განმარტავს მწერალი და რედაქტორი ბესო ხვედელიძე.

მისი თქმით, კრებულს „უკვე აქვს სამომავლო პრეტენზია, ზუსტი და მკაფიო წარმოდგენა შეუქმნას გადამშლელ-წამკითხველს, თუ სად ვართ და ვიმყოფებით ამ კრიზისულ ჟანრში (მოთხრობა), რას ვამბობთ მისი საშუალებით, ანუ რა თემები იკენწლებოდა თავისუფალი საქართველოს 21-ე საუკუნის პირველ 21-წლეულში“.

ახალი სერია 1-ლი მაისიდან თვეში ერთხელ გამოვა და მკითხველს საშუალება მიეცემა, სპეციალურ ფასად შეიძინოს მთელი საქართველოს მასშტაბით. თანამედროვე ქართველი ავტორების მოთხრობები თითოეული ჩვენგანის ბიბლიოთეკისთვის ღირებული და მნიშვნელოვანი შენაძენი იქნება.

R