ავტორი:

"ყველაფერ ეროვნულს - რუსულს, ხოლო არაჯანსაღ პროპაგანდას დასავლურს უწოდებენ - სწორედ ამით აფუჭებენ ევროპულ საქმეს" - მამუკა მდინარაძე

"ყველაფერ ეროვნულს - რუსულს, ხოლო არაჯანსაღ პროპაგანდას დასავლურს უწოდებენ - სწორედ ამით აფუჭებენ ევროპულ საქმეს" - მამუკა მდინარაძე

ყველაფერ ეროვნულს - რუსულს, ხოლო არაჯანსაღ პროპაგანდას დასავლურს უწოდებენ - სწორედ ამით აფუჭებენ ევროპულ საქმეს, ამ ქვეყნის ევროპულ მომავალსა და მასზე სწორ წარმოდგენას, - ეს განცხადება დღეს პარლამენტის „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა მამუკა მდინარაძემ გააკეთა.

მდინარაძის თქმით, მსოფლიოში ღირებულებების ომი მიდის და ჩვენი გამოწვევაა, სად აღმოვჩნდებით ამ ღირებულებების ბრძოლაში.

"დარწმუნებული ვართ და შეუძლებელია, ხალხის მხარდაჭერა სხვაგვარი იყოს, რომ ამ ღირებულებების ბრძოლაში ჩვენი უნდა ვიყოთ საკუთარი იდენტობის, ტრადიციებისა და ჩვენი ღირებულებების მხარეს და არა სხვა მხარეს, სადაც არაჯანსაღი პროპაგანდა მიმდინარეობს. ამაში ძალიან ხშირად ადამიანის უფლებების დაცვას ურევენ, რაშიც ჩვენ აბსოლუტურად შეუვალი ვართ!” - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.