ავტორი:

რუსთავში, რუსთაველის ქუჩის მიმდებარედ, ქმარმა ცოლს სცემა - პოლიციამ მამაკაცი დააკავა

რუსთავში, რუსთაველის ქუჩის მიმდებარედ, ქმარმა ცოლს სცემა - პოლიციამ მამაკაცი დააკავა

რუსთავში, რუსთაველის ქუჩის მიმდებარედ, ქმარმა ცოლს სცემა. ინფორმაციას "ინფო რუსთავი" ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, 60 წლამდე მამაკაცსა და 50 წლამდე ქალს შორის კამათი სიტყვიერ შეურაცხყოფაში გადაიზარდა და ფიზიკური დაპირისპირებით დასრულდა.

ფაქტს შეესწრო ცოლ-ქმრის არასრულწლოვანი შვილიც. პოლიციამ მამაკაცი ადგილზე დააკავა.