ავტორი:

რუსეთი 9 მაისის აღლუმებს აუქმებს - რა ინფორმაციას ავრცელებს დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრო

რუსეთი 9 მაისის აღლუმებს აუქმებს - რა ინფორმაციას ავრცელებს დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრო

რუსეთი 9 მაისის აღლუმებს მზარდი დაუცველობის გამო აუქმებს,- ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის ანგარიშშია ნათქვამი.

ანგარიშის თანახმად, რუსეთის უკვე 6-მა ოლქმა და 21-მა ქალაქმა, ასევე დროებით ოკუპირებული ყირიმის საოკუპაციო ხელმძღვანელობამ გააუქმეს 9 მაისის „აღლუმები“. ამას გარდა, კრემლში ამ დღეს საზეიმო მიღება არ ჩატარდება, ხოლო მოსკოვში, სავარაუდოდ, მცირე მასშტაბის ზეიმი გაიმართება.

„დრონების კრემლზე დარტყმა „გამარჯვების დღემდე“ რამდენიმე დღით ადრე, ასეთი თავდასხმების წინააღმდეგ რუსეთის მზარდ დაუცველობაზე მეტყველებს და უდავოდ გაზარდა რუსეთის ხელმძღვანელობის საფრთხის გრძნობა „გამარჯვების დღისადმი“ მიძღვნილ მოვლენებთან დაკავშირებით“, - წერია ანგარიშში.

ბრიტანეთის დაზვერვის ინფორმაციით, 9 მაისის ღონისძიებების გაუქმებაზე, სავარაუდოდ, შესაძლო პროტესტებმა და უკრაინაში ომით უკმაყოფილებამაც იქონიეს გავლენა.