ავტორი:

ჩარლზ III მეფედ აკურთხეს

ჩარლზ III მეფედ აკურთხეს

დიდ ბრიტანეთში მეფე ჩარლზ III-ის კორონაცია გაიმართა. ცერემონია უესტმინსტერის სააბატოში დაიწყო და მას არქიეპისკოპოსი კენტერბერიელი ატარებდა.

მეფემ საკორონაციო ფიცი დადო. ჩარლზ III-ეს გვირგვინი, დიდი სახელმწიფო ხმალი, ორი სამეფო კვერთხი, წმინდა ედუარდის კვერთხი, საკორონაციო ბეჭედი, ასევე ჯვრიანი სკიპტრა და მტრედიანი სკიპტრა გადასცეს.

კორონაციის შემდეგ ჩარლზ III სამეფო ტახტზე ავიდა და მღვდელთმსახურებისგან, პერებისგან (მაღალი არისტოკრატია) და საკუთარი ოჯახის წევრებისგან ერთგულების ფიცი მიიღო.