რუსეთის ეფესბესა და შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა აღკვეთეს დივერსია დრონების გამოყენებით, რომლის მოწყობასაც უკრაინული დაზვერვა ივანოვოს რეგიონის აეროდრომზე ცდილობდა. ამის შესახებ რუსული სახელმწიფო მედია, “რია ნოვოსტი“ სპეცსამსახურების საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურზე დაყრდნობით იუწყება.
"უსაფრთხოების ფედერალურმა სამსახურმა, რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროსთან ერთად, შეაჩერა უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის დეპარტამენტის მიერ დაგეგმილი დივერსიული და ტერორისტული აქტის განხორციელების მცდელობა ივანოვოს რეგიონის "სევერნის“ სამხედრო აეროდრომზე“,- ნათქვამია განცხადებაში.
ამავე ინფორმაციით, "საბოტაჟისთვის თვითნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობების მიტანა უკრაინის ტერიტორიიდან იგეგმებოდა“.
რუსული მედია წერს, რომ დივერსანტები დააკავეს და მიმდინარებს გამოძიება.
უკრაინულ მხარეს აღნიშნულზე საპასუხო განცხადება არ გაუვრცელებია.