ავტორი:

სისხლიანი ეთნიკური დაპირისპირება ინდოეთში - 55-ზე მეტი ადამიანი მოკლეს, ათასობით გაძარცვეს, უამრავ მოქალაქეს კი სახლები გადაუწვეს

სისხლიანი ეთნიკური დაპირისპირება ინდოეთში - 55-ზე მეტი ადამიანი მოკლეს, ათასობით გაძარცვეს,  უამრავ მოქალაქეს კი სახლები გადაუწვეს

ინდოეთის შტატ მანიპურში ეთნიკურმა დაპირისპირებამ 55-ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა, 260 ჰოსპიტალიზებულია, 23 000-მდე ადმიანს კი საცხოვრებელი ადგილის დატოვება მოუწია, ამის შესახებ ინდოეთის არმია იტყობინება.

მას შემდეგ, რაც გასულ კვირას კუკის და მეიტეის ეთნიკური ჯგუფის წევრებს შორის შეტაკებები დაიწყო, უამრავი ადამიანი გაძარცვეს და სახლები გადაუწვეს. ორი ეთნიკური ჯგუფი აღმოსავლეთ ინდოეთში, მანიპურის დედაქალაქ იმფალის ქუჩებში დაუპირისპირდა ერთმანეთს. საავადმყოფოში მოთავსებულთა უმეტესობას ჭრილობები ცეცხლსასროლი იარაღით აქვს მიყენებული.

  • "იმდენი გარდაცვლილია... დედა-შვილი ბანაკში ცდილობდა გაქცევას, როცა გზად ბრბო წამოეწია და ბიჭის ცემა მანამ არ შეწყვიტეს, ვიდრე არ მოკლეს. დედამ შვილის დაცვა სცადა, თუმცა ისიც მოკლეს“, - ყვება მეიტეის ტომის ახალგაზრდული მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი, რომელიც ახლა არმიის ბანაკშია.

მოსახლეობას შორის შეტაკებები მას შემდეგ დაიწყო, რაც სხვადასხვა ტომის წარმომადგენლებმა მანიპურის "ყველა ტომის სტუდენტური კავშირის“ აქციაში მიიღეს მონაწილეობა. აქციის წევრები მეიტეის ეთნიკური ჯგუფის დაუცველ ტომად აღიარების წინააღმდეგ გამოვიდნენ ქუჩებში.

მეიტეის საზოგადოება, რომელიც შტატის მოსახლეობის დაახლოებით 50%-ს შეადგენს, წლების განმავლობაში აწარმოებდა კამპანიას, რათა დაუცველი ტომის სტატუსი მიეღოთ. ეს მათ ჯანდაცვის და განათლების უზრუნველყოფაზე და სამთავრობო სამუშაოებზე მისცემს წვდომას. თუ მეიტეის თემს დაუცველი ტომის სტატუსი მიენიჭება, სხვა ტომობრივი ჯგუფები შიშობენ, რომ მათ დასაქმებისა და განათლების მიღების საშუალება აღარ ექნებათ.

წყარო: cnn

მოამზადა: ანა სიბოშვილმა