ავტოსაგზაო შემთხვევა ხონი-ქუთაისის გზაზე მსხვერპლით დასრულდა. ადგილობრივების ცნობით, ავარიის შედეგად ახალგაზრდა, 31 წლის თეონა ბალანჩივაძე გარდაიცვალა, ხოლო ორი ბავშვი, რომლებიც, გარდაცვლილის ნათესავები არიან, მძიმედ დაშავდნენ და რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფებიან.
როგორც ambebi.ge -ს ადგილობრივმა მცხოვრებმა უთხრა, მაღალი სიჩქარით მოძრავი მსუბუქი ავტომობილი, მიკრო ავტობუსს დაეჯახა.
შემთხვევა გუშინ მოხდა.