"ამ პრო-LGBT პოლიტიკოსებს საარჩევნო ყუთში დავმარხავთ" - ერდოღანი ოპოზიციის დისკრედიტაციისთვის ყველა ღონეს მიმართავს

"ამ პრო-LGBT პოლიტიკოსებს საარჩევნო ყუთში დავმარხავთ" - ერდოღანი ოპოზიციის დისკრედიტაციისთვის ყველა ღონეს მიმართავს

თურქეთის საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნებამდე 1 კვირა რჩება და როგორც საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვები უჩვენებს, ერდოღანი მმართველობის ოცი წლის განმავლობაში ყველაზე დიდი გამოწვევის წინაშე დგას. თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა წინასაარჩევნო რიტორიკა გააძლიერა და ოპოზიციის წარმომადგენლები პრო-LGBT თემის მხარდამჭერებად მოიხსენია.

სტამბოლში გამართულ წინასაარჩევნო მიტინგზე, პრეზიდენტმა კონსერვატიულ მუსლიმ ამომრჩევლებს მიმართა:

"AK პარტია და ჩვენი ალიანსის წევრი სხვა პარტიები არასდროს იქნებიან LGBT თემის მხარდამჭერები, რადგან ოჯახი ჩვენთვის წმინდაა. ამ პრო - LGBT პოლიტიკოსებს საარჩევნო ყუთში დავმარხავთ", - განაცხადა ერდოღანმა. თურქეთის პირველმა პირმა ბოლო წლებში ლგბტ თემის წინააღმდეგ რიტორიკა გაამკაცრა და მათ ხშირად უწოდებს "დევიანტებს“ (საზოგადოებრივ ნორმებს აცდენილი, გადახრის მქონე).

ერდოღანი მის მთავარ კონკურენტს, ქემალ ქილიჩდაროღლუს ქურთისტანის მუშათა პარტიის (PKK) მხრიდან მხარდაჭერაშიც ადანაშაულებს. ოპოზიცია გმობს ერდოღანის განცხადებებს და მის რიტორიკას საშიშად აფასებს.

წყარო: reuters

მოამზადა: ანა სიბოშვილმა