ფრიდონ ინჯია მე - 10 მოწვევის პარლამენტში "პატრიოტთა ალიანსის" სიით შევიდა და ახლა საპარლამენტო ჯგუფ "ევროპელი სოციალისტების" ერთ-ერთი ლიდერია.
დეკლარაციაში ინჯიას მხოლოდ მეუღლე, ლალი რუხია ჰყავს შეყვანილი. დეპუტატმა დეკლარაცია 2023 წლის 30 მარტს შეავსო.
დეკლარაციის მიხედვით, თავად ბიზნესმენი დეპუტატი ფლობს 7 საცხოვრებელ სახლს თბილისსა და რეგიონებში, 34 მიწის ნაკვეთს და 2 არასაცხოვრებელ ფართს. უძრავი ქონებიდან მისი მეუღლის საკუთრებაშია 1 სახლი და 2 ბინა. ასევე, 2 მიწის ნაკვეთი და 2 არასაცხოვრებელი ფართი. რუხიას ერთ-ერთი ბინა მოსკოვში მდებარეობს.
ინჯიამ 2016 წელს 212 000 ათას ლარად შეიძინა Mercedes-Benz Van V250 BLUETEG -ი, 2013 წელს 274 000 ლარად Mersedes-Benz S500-ი, 2021 წელს 136 000 ათას ლარად S 560 4MATIC-ი. 2022 წელს ლალი რუხიამ 25 000 დოლარად შეიძინა LEXUS GX470-ი.
ბინზესმენ დეპუტატს, 2016 წელს აჩუქეს 11 500 ლარად შეფასებული ცეცხლსასროლი იარაღი BENELLI 828U SILVER-ი.
ინჯიამ გასულ წელს 186 075 ევროდ შეიძინა ვერტმფრენი. სარემონტო სამუშაოებში 17 499 ლარი დახარჯა. ფიზიკურ პირს კი 55 000 ლარი აჩუქა. ასევე ფიზიკურ პირს დაეხმარა 15 256 ევროთი. გააგრძელეთ კითხვა