ავტორი:

სამეგრელოში მამაკაცს მე-8 კლასელი შვილის გაუპატიურებას ედავებიან - "ბავშვი ამბობს, რომ შიშის გამო მომხდარს არ ამხელდა"

სამეგრელოში მამაკაცს მე-8 კლასელი შვილის გაუპატიურებას ედავებიან - "ბავშვი ამბობს, რომ შიშის გამო მომხდარს არ ამხელდა"

სამეგრელოში მამაკაცს მე-8 კლასელი შვილის გაუპატიურებას ედავებიან. "მთავარი არხის" ინფორმაციით, სავარაუდო მსხვერპლიც და სავარაუდო მოძალადეც განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირები არიან. 14 წლის გოგონამ პოლიციას ჩვენება უკვე მისცა.

"დღეს გავრცელდა ინფორმაცია, რომ შვილზე 5 წლის განმავლობაში სექსუალურად ძალადობდა. ბავშვი 14 წლის არის, ვნახე დილით დაზარალებული. დედის ოჯახში იმყოფება. ბავშვი ამბობს, რომ მამა ძალადობდა სექსუალურად მასზე და შიშის გამო არ ამხელდა" - ამბობს ერთ-ერთი ადგილობრივი.

მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.

ნახეთ ვიდეო: