რუსეთში, კურგანის ოლქში მასშტაბური ტყის ხანძრის შედეგად დაზარალებულთა რიცხვი კვლავ გაიზარდა. ამ დროისთვის ცნობილი გახდა 21 დაღუპულის შესახებ. რეგიონში სულ მცირე 124 შენობა დაიწვა. ამის შესახებ TASS-ი რეგიონის სამედიცინო სამსახურებში წყაროზე დაყრდნობით იუწყება.
მათ ასევე განმარტეს, რომ დაღუპულთა რიცხვი შესაძლოა კვლავ გაიზარდოს.
ერთ-ერთი ადგილობრივის განცხადებით, ვითარება ნორმალიზდება. რეგიონში მოქმედებს საგანგებო რეჟიმი და გამოცხადდა რამდენიმე დასახლების მცხოვრებლების ევაკუაცია. ცეცხლისგან იღუპებიან ცხოველებიც.
ამასთან, რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს ხელმძღვანელმა ალექსანდრე კურენკოვმა გამოთქვა მოსაზრება, რომ კურგანის რაიონში ბუნებრივი ხანძრის ლიკვიდაცია დღეს არის შესაძლებელი. ხანძრის გამო სისხლის სამართლის საქმე გულგრილობის მუხლით აღიძრა.