ავტორი:

ადვოკატი აცხადებს, რომ 7-8 მარტის აქციების დროს ბესო გაზდელიანზე და ნიკა ნარსიაზე დაკავებისას პოლიციელთა მხრიდან ძალდობა განხორციელდა

ადვოკატი აცხადებს, რომ 7-8 მარტის აქციების დროს ბესო გაზდელიანზე და ნიკა ნარსიაზე დაკავებისას პოლიციელთა მხრიდან ძალდობა განხორციელდა

7-8 მარტის აქციების დროს, პოლიციელების მხრიდან გადამეტებული ძალის გამოყენებით დაკავებული "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრები, მოძალადე პოლიციელების დასჯას ითხოვენ, - ამის შესახებ ინფორმაციას პარტიის პრესსამსახური ავრცელებს.

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პარტიის ადვოკატის ლაშა ტყეშელაძის განცხადებით, საქმის მასალებიდან თვალნათლივ ჩანს, როგორ უსწორდებიან პოლიციის თანამშრომლები ბესიკ გაზდელიანს.

"გაგვაცნეს საქმის მასალები, სადაც თვალნათლივ ჩანს, როგორ უსწორდებიან პოლიციის თანამშრომლები ბესიკ გაზდელიანს, მაგრამ პროკურატურამ არ ცნო ბატონი ბესო დაზარალებულად, ასევე არ არიან დაკავებულები ის პოლიციელები და არ არის იდენტიფიცირებული, რომელმა პოლიციელებმაც ბესო გაზდელიანი და გაუსწორდნენ მას. ჩვენ მოვითხოვთ, რომ ბატონი ბესო დაუყოვნებლივ ცნონ დაზარალებულად და თუ არ ცნობენ, ჩვენ ასევე მივმართავთ შოთაძეს, რომ დაუყოვნებლივ იქნენ ცნობილი დაზარალებულად ბესიკ გაზდელიანი და ნიკა ნარსია, რადგან ნიკა ნარსიასაც პოლიციის თანამშრომლები მისი თქმით გაუსწორდნენ როგორც ფიზიკურად, ისე სიტყვიერად და ასევე მას აღენიშნება დაზიანებები ფეხის არეში. ეს მეტყველებს ერთადერთზე, რომ ბესო გაზდელიანზე და ნიკა ნარსიაზე მოხდა ძალადობა და იძალადა შსს-ს წარმომადგენლებმა“, - განაცხადა "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პარტიის ადვოკატმა ლაშა ტყეშელაძე

  • "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ბესო გაზდელიანის თქმით, საგამოძიებო სამსახურს აქვს ჩანაწერები, სადაც ჩანს, რომ იგი "გავეშებული ძალის მეთოდებით” დააკავეს.

"საგამოძიებო სამსახურს აქვს ჩანაწერები გარე სათვალთვალო კამერების, სადაც ნათლად ჩანს, რომ სრულიად უდანაშაულოდ ხდება ჩემი დაკავება გავეშებული ძალის მეთოდებით, ისიც კარგად ჩანს როგორ დამაგდეს, როცა არანაირი საჭიროება ჩემი დაგდების იქ არ არსებობდა. დამაგდეს, ზემოდან რომ შემდგნენ ისიც კარგად ჩანს, თუმცა რამდენად მოხდება იდენტიფიცირება იმ პოლიციელების, ვინც ეს ძალადობრივი ფაქტი განახორციელა, ეს უკვე აღარ ვიცი“, - განაცხადა "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ბესო გაზდელიანმა

  • "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ნიკა ნარსიას განცხადებით, არსებობს ყველანაირი მტკიცებულებები, მაგრამ ამ ქვეყანაში სამართალი არ არსებობს.

"ახლა საგამოძიებო სამსახურში ვიყავი, რომელმაც სავარაუდოდ დაზარალებულად მცნო. ყველა მასალა არის აბსოლუტურად, სადაც გოგა მემანიშვილი ტროტუარიდან მიტაცებს და იქ არის ცემის ფაქტი, გამოკითხვის ოქმებია, მასალა არის ყველაფრის, რომ პროკურატურამ მცნოს დაზარალებულად, მაგრამ პროკურატურა დუმს, სასამართლომ პირიქით მე დამაჯარიმა და კომიკურია ეს მდგომარეობა. გვაქვს ყველანაირი მტკიცებულებები, მაგრამ ამ ქვეყანაში სამართალი არ არსებობს“, - განაცხადა "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ნიკა ნარსიამ.