იაპონია მოლაპარაკებებს აწარმოებს ნატოსთან, რათა ქვეყანაში ალიანსის სამოკავშირეო ოფისი გაიხსნას. ამის შესახებ იაპონიის საგარეო საქმეთა მინისტრმა იოსიმასა ჰაიასიმ CNN-თან ინტერვიუში განაცხადა.
მისი თქმით, რუსეთის უკრაინაში შეჭრამ მსოფლიო ნაკლებად სტაბილური გახადა და გავლენა ევროპის ფარგლებს გარეთაც აქვს, რამაც იაპონია აიძულა რეგიონული უსაფრთხოება გადაეაზრებინა.
“უკვე მოლაპარაკებებში ვართ, მაგრამ დეტალები ჯერ საბოლოოდ არ დამტკიცებულა… რაც აღმოსავლეთ ევროპაში ხდება, მხოლოდ აღმოსავლეთ ევროპის პრობლემად არ რჩება, და მაგას პირდაპირი გავლენა აქვს ვითარებაზე აქ, წყნარი ოკეანის აუზში. სწორედ ამიტომ თანამშრომლობა აღმოსავლეთ აზიაში ჩვენსა და ნატოს შორის ხდება“, - განაცხადა ჰაიასიმ.
მან აღნიშნა, რომ იაპონია არ არის ნატოს ხელშეკრულების წევრი, მაგრამ ეს ნაბიჯი აგზავნის "მესიჯს", რომ ალიანსის აზიის წყნარი ოკეანის პარტნიორები “ძალიან სტაბილური ფორმით ურთიერთობენ” ნატოსთან.