ავტორი:

14 წლის შვილზე სექსუალური ძალადობის ბრალდებით დაკავებულ მამას აღკვეთის ღონისძიების სახედ პატიმრობა შეეფარდა - 47 წლის მამაკაცი ბრალს არ აღიარებს

14 წლის შვილზე სექსუალური ძალადობის ბრალდებით დაკავებულ მამას აღკვეთის ღონისძიების სახედ პატიმრობა შეეფარდა - 47 წლის მამაკაცი ბრალს არ აღიარებს

სამეგრელოს ერთ-ერთ სოფელში არასრულწლოვანზე სექსუალური ძალადობის ბრალდებით დაკავებულ მამას ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახედ პატიმრობა შეუფარდა.

სხდომა დახურული იყო.

სახაზინო ადვოკატის ინფორმაციით, დაცვის მხარე დაკავებულის გათავისუფლებას ითხოვდა, რადგან, მისი თქმით, საქმეში შესაბამისი მტკიცებულებები არ არსებობს. გოგონას მამა ბრალს არ აღიარებს.

ამ წუთებში კი, ზუგდიდის რაიონული სასამართლო ამავე საქმეზე დაკავებული არასრულწლოვანის მეზობლის აღკვეთის ღონისძიებაზე მსჯელობს.

შეგახსენებთ, სამეგრელოს ერთ-ერთ სოფელში პოლიციამ 9 მაისს, 14 წლის გოგონაზე სექსუალური ძალადობის ბრალდებით 47 წლის მამა და 28 წლის მეზობელი დააკავა. გამოძიება წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის გაუპატიურების და წინასწარი შეცნობით ოჯახის არასრულწლოვანი წევრის გაუპატიურების ფაქტებზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლის მე-4 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით და 11 პრიმა 137-ე მუხლის მე-4 ნაწილის "გ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.

ბრალდების დამტკიცების შემთხვევაში ორივე დაკავებულს 15-დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრება.