გერმანიაში, ქალაქ ზინდელფინგენში, შტუტგარტის სამხრეთ-დასავლეთით 15 კილომეტრში, „მერსედესის“ ქარხანაში მომხდარი სროლის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა.
მომხდარის შემდეგ სამართალდამცავებმა და მაშველებმა სპეცოპერაცია ჩაატარეს, რომელშიც ორი ვერტმფრენი და სასწრაფო დახმარების რამდენიმე ექიმიც იყო ჩართული.
გავრცელებული ინფორმაციით, 53 წლის თავდამსხმელი, რომელიც კომპანიის თანამშრომელია, დაკავებულია.
პროკურატურამ განაცხადა, რომ დაკავებული პირი, სავარაუდოდ, მარტო მოქმედებდა.