კატარის დედაქალაქ დოჰაში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატის მე-5 საჭიდაო დღეს -90 კილოგრამ წონით კატეგორიაში ლუკა მაისურაძე და ლაშა ბექაური ფინალში გავიდნენ.
ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატის ისტორიაში პირველად ქართული ფინალი იქნება.
ლაშა ბექაურმა ნახევარფინალური ორთაბრძოლა იაპონელ სანშირო მურაოს მოუგო, ლუკა მაისურაძემ კი იტალიელი კრისტიან პარლატი დაამარცხა.
აღსანიშნავია, რომ მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალში ქართველი ძიუდოისტები პირველად დაუპირისპირდებიან ერთმანეთს.ფინალური ბლოკი 19 საათზე დაიწყება.