პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, მას ყოფილი პრემიერ-მინისტრი, ბიძინა ივანიშვილი ორ წელზე მეტია არ უნახავს.
აღნიშნულის შესახებ ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც უპასუხა კითხვას, იყო თუ არა ბიძინა ივანიშვილთან შეთანხმებული გადაწყვეტილება, რომლის თანახმად, „ქართულმა ოცნებამ“ „ ევროპის სოციალისტური პარტია“ დატოვა.
"ბატონი ბიძინა არ მინახავს ძალიან დიდი ხანია, ორ წელზე მეტი იქნება, გჯერათ? მილოცვები, მილოცვები - მიკრძალავთ?“, - უპასუხა ღარიბაშვილმა ჟურნალისტს.
წაიკითხეთ ასევე:
ნახეთ ვიდეო: