ავტორი:

"ჩვენმა დამცველებმა ბახმუტის მიმართულებით 2 კილომეტრით წინ წაიწიეს" - უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილე

"ჩვენმა დამცველებმა ბახმუტის მიმართულებით 2 კილომეტრით წინ წაიწიეს" - უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილე

უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილის, ანა მალიარის განცხადებით, უკრაინელ დამცველებს ამ კვირაში ბახმუტში არც ერთი პოზიცია არ დაუკარგავთ, - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

მალიარმა ასევე დაადასტურა ინფორმაცია, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ბახმუტის მიმართულებით 2 კილომეტრით წინ წაიწიეს.

„მტერმა ვერ შეასრულა თავისი გეგმები. მათ ცოცხალი ძალის დიდი დანაკარგი განიცადეს. ჩვენმა დამცველებმა ბახმუტის მიმართულებით 2 კილომეტრით წინ წაიწიეს, ამ კვირაში ბახმუტში არც ერთი პოზიცია არ დაგვიკარგავს“, - განაცხადა უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ.

მისი თქმით, ოკუპანტები, რეალური მდგომარეობის გასამართლებლად, ავრცელებენ ცრუ ინფორმაციას იარაღის დეფიციტის შესახებ.