ავტორი:

"ზელენსკის "ევროვიზიის“ კონკურსის ორგანიზატორებისთვის სიტყვით გამოსვლის თხოვნით არ მიუმართავს" - უკრაინის პრეზიდენტის ოფისის განცხადება

"ზელენსკის "ევროვიზიის“ კონკურსის ორგანიზატორებისთვის სიტყვით გამოსვლის თხოვნით არ მიუმართავს" - უკრაინის პრეზიდენტის ოფისის განცხადება

უკრაინის პრეზიდენტის ოფისს "ევროვიზიის“ ორგანიზატორებისთვის ვოლოდიმირ ზელენსკის სიტყვით გამოსვლის წინადადებით არ მიუმართავს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის პრესმდივანი, სერგეი ნიკოფოროვი "ფეისბუქში“ წერს.

"The Times-ის ინფორმაცია სინამდვილეს არ შეესაბამება. უკრაინის პრეზიდენტის ოფისს ფინალში ან კონკურსის ნებისმიერ სხვა ეტაპზე ვოლოდიმირ ზელენსკის ონლაინმიმართვის წინადადებით "ევროვიზიის“ სიმღერის კონკურსის ორგანიზატორებისთვის არ მიუმართავს“, – წერს ნიკოფოროვი.

მანამდე, The Times-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ "ევროვიზია“ 2023-ის ორგანიზატორებმა უარი უთხრეს უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის, რომელმაც მათ კონკურსის ფინალის დროს ვიდეო ფორმატში სიტყვით მიმართვის წინადადებით მიმართა.