ავტორი:

"გამოიწვია ჩემი შვილი... ეძახდა, ქალაჩუნა ხარ, მოდი აბა დამარტყიო" - რას ჰყვება გარდაბანში მოკლული კაცის მეუღლე?

"გამოიწვია ჩემი შვილი... ეძახდა, ქალაჩუნა ხარ, მოდი აბა დამარტყიო" - რას ჰყვება გარდაბანში მოკლული კაცის მეუღლე?

გუშინ, 11 მაისს გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფელში შემზარავი მკვლელობა მოხდა - მამის მკვლელობაში შვილია ბრალდებული.

როგორც თანასოფლელები ამბობენ, მკვლელობას წინ კონფლიქტი უძღოდა.

მკვლელობაში ბრალდებული 20 წლის ახალგაზრდა სამართალდამცავებმა გუშინვე დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს და დაკავებულს 11 პრიმა 109-ე მუხლი აქვს წაყენებული (ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილი დანაშაული).

რაც შეეხება მოკლულს, როგორც მისი მეუღლე ამბობს, მამაკაცი მუდმივად ძალადობდა მასზე. ასევე ჰყვება, რომ მკვლელობის დღესაც ნასვამი იყო და ცდილობდა შვილი გამოეწვია, რასაც კონფლიქტი მოყვა.

"ნასვამი იყო, ჩხუბობდა და სახლიდან გავედი იმ იმედით, რომ მეგონა დამშვიდდებოდა, მაგრამ არ დამშვიდდა. პირიქით უფრო გამოიწვია ჩემი შვილი. ეძახდა, ქალაჩუნა ხარო, მოდი აბა დამარტყიო. დანა აუღია, მოდი აბა რას მიზამო, შემდეგ უჩხუბიათ... როგორც ჩანს ჩემმა შვილმა დანა წაართვა, წაბორძიკდნენ და შემდეგ უკვე დანის დარტყმა როგორ მოხდა, არ ვიცი.

ყველა სახლში ღამე მაქვს გათენებული. გამომეკიდებოდა უმიზეზოდ-ხოლმე. იყო მუქარა, პოლიციაში რომ წახვიდე, მე ციხიდან გამოვალ და როგორ მოხდება რომ გარეთ არ შემხვდეო, ან კისლატას მოგასხამ სახეზე, ან ლიმონკას შემოვაგდებ დედაშენის სახლშიო" - ჰყვება მოკლულის მეუღლე და დაკავებულის დედა ნათია ჩარბოდაშვილი ჟურნალისტებთან საუბრისას.

წაიკითხეთ ასევე: