რუსეთის ბრიანსკის ოლქის ქალაქ კლინცში "მი-8" ტიპის ვერტმფრენის ჩამოვარდნას ორი პილოტი ემსხვერპლა, - ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, კატასტროფის მიზეზი ვერტმფრენის ძრავაში გაჩენილი ცეცხლი იყო.
"ქალაქ კლინცში ვერტმფრენი ჩამოვარდა. წინასწარი მონაცემებით, ვერტმფრენი ძრავაში გაჩენილი ხანძრის გამო ჩამოვარდა“, - განაცხადა წყარომ რუსულ მედიასთან საუბარში.
ამასთან, რუსული მედიის ინფორმაციით, ბრიანსკის ოლქში „სუ-34“ ტიპის მოიერიშე თვითმფრინავიც ჩამოვარდა.
"უკრაინის საზღვართან „სუ-34“ ჩამოვარდა. ბორტზე მყოფთა ბედი დგინდება", - განაცხადა წყარომ რუსულ მედიასთან საუბარში.
მისივე თქმით, კატასტროფის გარემოებების დასადგენად შესაბამისი მოკვლევა მიმდინარეობს.