საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონატი ისტორიული შედეგით დაამთავრა. ნაკრებმა კატარის დედაქალაქ დოჰაში გამართული მსოფლიოს ჩემპიონატის ინდივიდუალურ ასპარეზობაში წარმატებით იასპარეზა. ქართველმა ძიუდოისტებმა ორი ოქროს, ერთი ვერცხლისა და ერთი ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს.
-60 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოასპარეზე გიორგი სარდალაშვილმა სადებიუტო მსოფლიოს ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. -81 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოასპარეზე ტატო გრიგალაშვილმა ზედიზედ მეორედ მოიპოვა მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული. ისტორიული შედეგი დაფიქსირდა -90 კილოგრამ წონით კატეგორიაში, რომლის ფინალშიც ერთმანეთს ლუკა მაისურაძე და ლაშა ბექაური დაუპირისპირდნენ.
ოქროს მედალს - მაისურაძე, ვერცხლს კი ბექაური დაეუფლა. საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა ისტორიაში პირველად შეძლო მსოფლიოს ჩემპიონატზე ორი ოქროს მედლის მოპოვება. ქართველმა ვაჟმა ძიუდოისტებმა არაოფიციალურ გუნდურ ჩათვლაში პირველი ადგილი დაიკავეს.