ავტორი:

"მიხეილ სააკაშვილი დარწმუნებული არასდროს ყოფილა, რომ დადებით გადაწყვეტილებას მიიღებდნენ, მე ვიყავი ოპტიმისტურად განწყობილი" - გიული ალსანია სტრასბურგის გადაწყვეტილებაზე

"მიხეილ სააკაშვილი დარწმუნებული არასდროს ყოფილა, რომ დადებით გადაწყვეტილებას მიიღებდნენ, მე ვიყავი ოპტიმისტურად განწყობილი" - გიული ალსანია სტრასბურგის  გადაწყვეტილებაზე

საქართველოს მესამე პრეზიდენტის დედის, გიული ალასანიას განცხადებით, მიხეილ სააკაშვილი დარწმუნებული არ იყო, რომ სტრასბურგის სასამართლო დროებითი ღონისძიების გამოყენების შესახებ დადებით გადაწყვეტილებას მიიღებდა.

ალასანიას თქმით, მას მოლოდინი ჰქონდა, რომ ევროსასამართლო ყოფილ პრეზიდენტს ნებას მისცემდა, რომ მკურნალობა საზღვარგარეთ გაეგრძელებინა.

„მე ეს გადაწყვეტილება არ მომეწონა, სხვა გადაწყვეტილებას ველოდი, ყველაფრის ამის გათვალისწინებით. პირველ რიგში, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო. ვოლოდიმირ ზელენსკის, მაია სანდუს და ევროპარლამენტარების განცხადებები, მიუთითებდა, რომ ის საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანილი უნდა იყოს. ამ ეტაპზე არაფერს ანგარიში არ გაეწია, ეს სტრასბურგი არის ერთ-ერთი ეპიზოდი, ვნახოთ ახლა როგორ განვითარდება მოვლენები.

ის დარწმუნებული არასდროს არ ყოფილა, რომ დადებით გადაწყვეტილებას მიიღებდნენ, უფრო მე ვიყავი ოპტიმისტურად განწყობილი“, - განაცხადა ალასანიამ.

როგორც მან ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, მიხეილ სააკაშვილი ჯანმრთელობის მდგომარეობა კვლავ მძიმეა.

ინფორმაციისთვის, იუსტიციის მინისტრის რატი ბრეგაძის განცხადებით, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებით, ყოფილ პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს უარი ეთქვა ვარშავაში გადაყვანაზე. მისივე თქმით, ამავდროულად, სახელმწიფოს არ დაევალა სააკაშვილის ქვეყნის შიგნით სხვა სამკურნალო დაწესებულებაში გადაყვანა.