ბელარუსის პრეზიდენტი ალექსანდრე ლუკაშენკო ისევ არ ჩანს. 9 მაისის შემდეგ ის საჯარო შეკრებებზე არ უნახავთ.
დღეს ბელარუსის სახელმწიფო სიმბოლოების - დროშის, გერბისა და ჰიმნისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებებში პრეზიდენტს მონაწილეობა არ მიუღია, რაც კიდევ უფრო მეტ არგუმენტს სძენს ვარაუდს იმის შესახებ, რომ ლუკაშენკოს ჯამრთელობის მდგომარეობა არც თუ ისე სახარბიელოა.
მედიაგამოცემების ცნობით, ლუკაშენკოს კოლონა საავადმყოფოში მივიდა დაახლოებით საღამოს 7 საათზე, რა დროსაც კლინიკაში მისასვლელი იყო გადაკეტილი და მისკენ მიმავალ გზებს შეიარაღებული ძალები იცავდნენ.
უყურადღბოდ არ დარჩენილა არც ის ფაქტი, რომ ლუკაშენკომ წითელ მოედანზე ტრიბუნიდან რამდენიმე ასეული მეტრი ალექსანდრეს ბაღში უცნობი ჯარისკაცის საფლავამდე, ვლადიმერ პუტინისა და სხვა ლიდერებისგან განსხვავებით, ავტომანქანით გაიარა. გავრცელებული ინფორმაციით, მას მარჯვენა ხელიც ჰქონდა შეხვეული.
მოგვიანებით, იმავე დღეს, ლუკაშენკო მინსკში გამარჯვების დღის ცერემონიას დაესწრო. თუმცა მან დაარღვია ტრადიცია და სამხედრო ფორმის ნაცვლად კოსტიუმი ჩაიცვა და სიტყვითაც არ გამოვიდა.
ოფიციალური მინსკი ლუკაშენკოს ჯანმრთელობის შესახებ გავრცელებულ ცნობებზე კომნტარს ამ დრომდე არ აკეთებს. ხოლო მედიაში უკვე აქტიურად დაიწყო მსჯელობა იმის შესახებ, თუ ვინ შეცვლის ლუკაშენკოს, თუ ამის საჭიროება დადგება.
ასევე იხილეთ: