ანკარის მერის განცხადებით, ქემალ ქილიჩდაროღლუ ლიდერობს.
მედიის ცნობით, ის ეყრდნობა მისი პარტიის ოფიციალური პირების ციფრებს, რომლებიც ხმების დათვლის პროცესს ყველა ქალაქში აკვირდებიან.
როგორც BBC-ი წერს, ეს ეწინააღმდეგება ორი საინფორმაციო სააგენტოს მონაცემებს, რომლის თანახმად, რეჯეფ თაიფ ერდოღანი ლიდერობს დათვლილი ხმების დაახლოებით 50%-ის მონაცემებით, რაც ნიშნავს, რომ ჯერ კიდევ უცნობია სრული სურათი.
თურქეთის უმაღლესი საარჩევნო კომისია განცხადებას სავარაუდოდ, მოგვიანებით გააკეთებს.