20 და 21 მაისს მაყურებელი თბილისის საკონცერტო დარბაზში, "ერისიონის“ შოუ-პროგრამას "ქართული საგანძური“ იხილავს. ანსამბლი მაყურებელთან შესახვედრად ყოველთვის განსაკუთრებით ემზადება.
როგორც "ერისიონის" წარმომადგენლები აცხადებენ, მაყურებელი ჩვენი ქვეყნის ყველა კუთხის, ათასწლეულებში გამოტარებულ და გამობრძმედილ ხალხური შემოქმედების შედევრებს ნახავს.
"დიდ მადლობას ვუხდით, საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს და პირადად ქალბატონ თეა წულუკიანს მაყურებელთან შეხვედრის შესაძლებლობისთვის. ასევე ქალაქ თბილისის მერიას, მერს ბატონ კახა კალაძეს და მის გუნდს კონცერტის ფინანსური მხარდაჭერისთვის. მადლობას ვუხდით საინფორმაციო მხარდაჭერისთვის: ტელეკომპანია "იმედს“, ტელეკომპანია "რუსთავი2“-ს, "პალიტრა მედიას“, მეღვინეობა "შილდას“, სარეკლამო კომპანია "ალმას“ და კომპანია Ad Geeks", - აცხადებენ ანსამბლში.