ავტორი:

"კერძო პირმა სახლამდე მისასვლელ გზაზე თვითნებურად ჩააბეტონა ხეები..." - რას ამბობენ ხაშურის მერიაში გავრცელებულ ფოტოზე?

"კერძო პირმა სახლამდე მისასვლელ გზაზე თვითნებურად ჩააბეტონა ხეები..." - რას ამბობენ ხაშურის მერიაში გავრცელებულ ფოტოზე?

ხაშურის მუნიციპალიტატის მერიის განცხადებით, სურამში, ბაიანთხევის დასახლებაში კერძო პირმა თვითნებურად დააგო ბეტონი და მათ შორის ხეები ჩააბეტონა, რაზედაც საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურულ და სამშენებლო საქმიანობის კოდექსით გათვალისწინებული სამშენებლო სამართალდარღვევის კანონის მიხედვით ადმინისტრაციული წარმოება დაიწყო.

როგორც ხაშურის მერიის განცხადებაშია აღნიშნული, თუ პირი სამართალდარღვევას დროულად არ აღმოფხვრის, შესაბამისი მკაცრი სანქციები დაეკისრება.

"სურამში, ბაიანთხევის დასახლებაში, კერძო პირმა, სახლამდე მისასვლელ გზაზე, თვითნებურად, დააგო ბეტონი და მათ შორის ხეებიც ჩააბეტონა, როგორც ჩვენთვისაა ცნობილი, აღნიშნული ტერიტორია სატყეო ფონდის საკუთრებაა.

შემთხვევა არასამუშაო დღეებში მოხდა. მას შემდეგ, რაც ფაქტის შესახებ, მუნიციპალიტეტისთვის გახდა ცნობილი, ადგილზე გავიდნენ მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი პირები, შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლები და სატყეო სააგენტოს თანამშრომლები.

ამ ეტაპზე დაიწყო ადმინისტრაციული წარმოება, საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურულ და სამშენებლო საქმიანობის კოდექსით გათვალისწინებული სამშენებლო სამართალდარღვევის კანონის მიხედვით.

იმ შემთხვევში თუ პირი სამართალდარღვევას დროულად არ აღმოფხვრის, რაც ტერიტორიის ადრინდელ მდგომარეობაში დაბრუნებას გულისხმობს, დაეკისრება შესაბამისი მკაცრი სანქციები.

მოვუწოდებთ მოსახლეობას, გავუფრთხილდეთ გარემოს და თავი შევიკავოთ უკანონო ქმედებებისგან, წინააღმდეგ შემთხვევაში კანონის დამრღვევი პირების მიმართ გატარებული იქნება შესაბამისი ღონისძიებები“, - ნათქვამია განცხადებაში.