კასპის მუნიციპალიტეტში მლებმა ფხვრის ფარა გაანადგურეს. სოფელ ხოვლეში ხროვამ ერთ ღამეში ბახტაძეების ოჯახის კუთვნილი 180-მდე ცხვარი დაგლიჯა. ამის შესახებ ინფორმაციას "მთავარი არხი" ავრცელებს.
ზარალი, რაც ოჯახს იადგა, 30 ათასი ლარის აღწევს, ფერმერი დახმარებას ითხოვს. მისი თქმით, ცხვარი ბანკიდან აღებული სესხით მოიშენა, ახლა კი არ იცის, დავალიანების დაფარვას როგორ შეძლებს.
"სამსახურში ვიყავი, დამირეკეს ცხვარი არ არისო. ამოვედი და ცხვარი გზაზე იყო გაშლილი, მკვდრები ეყარა." - თქვა ფერმერმა, რომელმაც მედიასთან ცრემლები ვერ შეიკავა.