ცნობილი გახდა, რომ "ნაპოლის" ქართველი ვარსკვლავი ხვიჩა კვარაცხელია ქორწილისთვის ემზადება. იტალიური გაზეთის Capitoline-ის ინფორმაციით, ხვიჩა და ნიცა თავაძე ივნისში აპირებენ ქორწინებას. მათივე ცნობით, ქორწილი საქართველოში გაიმართება. ასევე გამოცემა წერს, რომ ქორწინების შემდეგ წყვილი ნეაპოლში გადავა საცხოვრებლად...წაიკითხეთ sportall.ge-ზე
როგორც ცნობილია, წყვილი დანიშნულია. ნიშნობა მარტში გაიმართა და მაშინ ამ ამბის შესახებ ექსკლუზიურად წერდა AMBEBI.GE, რომელსაც ნიშნობის შესახებ "კვარას" მამა ბადრი კვარაცხელია ესაუბრა.
ნიცა "კვარას" ყველაზე აქტიური და გულშემატკივარია და მის არც ერთ თამაშს არ ტოვებს. რამდენიმე თვის წინ წყვილი პატრიარქმაც დალოცა:
"ჯერ მხოლოდ დაინიშნნენ, მაგრამ როცა ოფიციალურად იქნებიან დაქორწინებულები, მეუღლე ან მაშინ რატომ შეუშლის ხელს საფეხბურთო კარიერაში?! პირიქით... ვარჯიშიდან ხვიჩა ისედაც სახლში მოდიოდა, მაგრამ უკეთესი არ იქნება, თავისი გულის სწორი გვერდით ჰყავდეს? დროს თუ გამონახავდნენ, აქამდეც ერთად მიდიოდნენ და მომავალშიც ასე იქნება" - ამბობდა ბადრი კვარაცხელია ცოტა ხნის წინ "კვირის პალიტრისთვის" მიცემულ ინტერვიუში.
წაიკითხეთ ასევე: