პავლე კუბლაშვილი - ოფშორში რეგისტრირებული კომპანიის მიერ მედიასაშუალების ფლობა უნდა გამოირიცხოს

პავლე კუბლაშვილი - ოფშორში რეგისტრირებული კომპანიის მიერ მედიასაშუალების ფლობა უნდა გამოირიცხოს

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის ხელმძღვანელმა პავლე კუბლაშვილმა, კავკასიის ინტერნეტმედია ჯგუფში ჟურნალისტებთან შეხვედრის დროს მაუწყებლის შესახებ კანონში შესატან ცვლილებებზე ისაუბრა.

პავლე კუბლაშვილის განცხადებით, მიმდინარე ცვლილების მთავარი მიზანი ისაა, რომ საზოგადოებას უნდა ჰქონდეს უფრო მეტი ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რომელი მედიასაშუალება ვის კუთვნილებაშია.

როგორც პავლე კუბლაშვილმა აღნიშნა, მთავრობის მიზანია არცერთი კითხვის ნიშანი არ არსებობდეს ამ საკითხთან დაკავშირებით.

უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერის განცხადებით, კანონპროექტის მიხედვით, უნდა გამორიცხოს შესაძლებლობა იმისა, რომ რომელიმე ტელეკომპანიის მფლობელი იყოს ისეთი იურიდიული პირი, რომელიც რეგისტრირებულია ოფშორულ ზონაში.

"ლიცენზიის მფლობელი ვერ იქნება იურიდიული პირი, რომელიც რეგისტრირებულია ქვეყნის ფარგლებს გარეთ", - განაცხადა პავლე კუბლაშვილმა.

უმრავლესობის ლიდერმა აჭარის ტელევიზიის სტატუსზეც ისაუბრა. მისი განცხადებით, ეს ტელევიზია უნდა იყოს საზოგადოებრივი მაუწყებლის მსგავსი და უნდა ჰქონდეს იმავე ტიპის ვალდებულებები.

"ინტერპრესნიუსი"

"იბერიას" ჟურნალისტები განცხადებას ავრცელებენ

უჩა მამაცაშვილი "იბერიასა" და "ომეგა ჯგუფის" ირგვლივ მიმდინარე პროცესებზე პროკურატურას მიმართავს

ქართული ტელევიზიების მეპატრონეები, მათი ინტერესები და გავლენები