ავტორი:

ხვიჩა ქორწილისთვის ემზადება, ნეაპოლიტანელი ლამაზმანი კი ქართველ ვარსკვლავს ისევ სიყვარულს უხსნის: "მე მიყვარს "კვარა"... მსურს მასთან შეხვედრა და შევხვდები კიდეც"

ხვიჩა ქორწილისთვის ემზადება,  ნეაპოლიტანელი ლამაზმანი კი ქართველ ვარსკვლავს ისევ სიყვარულს უხსნის: "მე მიყვარს "კვარა"... მსურს მასთან შეხვედრა და შევხვდები კიდეც"

"ნაპოლის" ქართველი ვარსკვლავის ხვიჩა კვარაცხელიას პირადი ცხოვრებისადმი მედიის ინტერესი არ წყდება. ფეხბურთელის სასიყვარულო ურთიერთობის შესახებ არა მხოლოდ ქართული, არამედ იტალიური მედიაც აქტიურად წერს.

ამ ცოტა ხნის წინ ambebi.ge-მ ხვიჩას მამის ინტერვიუ გამოაქვეყნა, რომელმაც დაადასტურა, რომ ფეხბურთელი ნიცა თავაძეზე დაინიშნა. გოგონას შესახებ მედიაში ინფორმაცია პირველად შემოდგომაზე გამოქვეყნდა, ხვიჩას საგულშემატკივროდ ჩასული ნიცას ფოტოები ნეაპოლის სტადიონიდან კი სწორედ იტალიურმა მედიამ გამოაქვეყნა.

სხვა ცნობილი ფეხბურთელების ცოლებისა და შეყვარებულებისგან განსხვავებით, ნიცა სოციალურ ქსელში აქტიური არ არის. გოგონა სამედიცინო უნივერისტეტის პირველ კურსის სტუდენტია და სოციალური არხებიდან მხოლოდ "ინსტაგრამს" იყენებს, სადაც 56 000 გამომწერი ჰყავს, თუმცა პოსტებს თითქმის არ აქვეყნებს.

გოგონა პერიოდულად მხოლოდ სთორებად დებს ვიდეოებს და ფოტოებს, რომელიც ძირითადად მისი იტალიაში სტუმრობის დროს არის გადაღებული. იტალიური მედიის ინფორმაციით, ქორწილი ზაფხულში იგეგმება.

მანამდე კი წყვილიკომოს ტბას სტუმრობდა. ნიცამ საქმროსთან ერთად გადაღებული რომანტიკული ფოტოები "ინსტაგრამის" სთორიში გამოქვეყნა.

როგორც ზევით გიყვებოდით, ხვიჩას პირადი ცხოვრებაზე იტალიური მედია ხშირად წერს. არც ყვითელი თემების ხელოვნურად აგორებას ერიდება. რამდენიმე თვის წინ ცნობილი იტალიელი ინფლუენსერის პაოლა საულინოს ინტერვიუ გამოაქვეყნეს, სადაც ქალი ქართველ ფეხბურთელზე ლაპარაკობდა.

"კვარაცხელია? მე მასზე შეყვარებული ვარ. მე ის ჯორჯო ალბერტაცის (იტალიელი მსახიობი ) მაგონებს, რომელიც რთულ საქმეებს აკეთებდა და ეს ყველაფერი უმარტივესად გამოსდიოდა.“

საულინო "ნაპოლის" დიდი გულშემატკივარია, "ვისთან ერთად წავიდოდი სადილზე? კვარაცხელიასთან ერთად. ის იტალიის პრინცია. საოცარია, რომ მასში ძალიან ცოტა გადაიხადეს. ქება დე ლაურენტისს და ჯიუნტოლის. რომში წავალ, რათა “ნაპოლის” მატჩი ვნახო”, - განაცხადა მაშინ პაოლამ.

როგორც ჩანს, პაოლინა იტალიური მედიისთვის სასურველი რესპონდენტია, განსაკუთრებულად მაშინ თუ საშუალება აქვთ კითხვა კვარაცხელიაზე დაუსვან.

ერთ-ერთი ბოლო სტატია, რომელიც პაოლას და ხვიჩას შეეხება, ასეა დასათაურებული:

"ხვიჩა ნიცასთან ქორწილს აცხადებს, პაოლა საულინო კი პროვოკაციას აწყობს".

ნეაპოლიტანელმა ლამაზამნმა, "ინსტაგრამზე" მიმდევრების კითხვებზე პასუხის გაცემისას, განაცახდა: "მე მიყვარს კვარა... მსურს მასთან შეხვედრა და შევხვდები კიდეც...“