ავტორი:

კოლუმბიის ჯუნგლებში 2-კვირიანი ძებნის შემდეგ იპოვეს ოთხი ბავშვი, რომლებიც  ავიაკატასტროფას სასწაულებრივად გადაურჩნენ - ყველაზე პატარა 11 თვისაა

კოლუმბიის ჯუნგლებში  2-კვირიანი ძებნის შემდეგ იპოვეს ოთხი ბავშვი, რომლებიც  ავიაკატასტროფას სასწაულებრივად გადაურჩნენ - ყველაზე პატარა 11 თვისაა

კოლუმბიაში 1-ლ მაისს მომხდარი ავიაკატასტროფის შემდეგ, ოთხ ბავშვს ეძებდნენ, რომლებიც კატასტროფის დროს თვითმფრინავში იმყოფებოდნენ.

ახლახან, ქვეყნის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ბავშვები იპოვეს და ისინი ცოცხლები არიან.

არსებული ინფორმაციით, საუბარია და-ძმაზე, რომელთა მათ შორის უფროსი 13 წლისაა მომდევნო, 9 წლის, 4 წლის და ყველაზე პატარა - 11 თვის ჩვილი.

ავიაკატასტროფის დროს თვითმფრინავში სულ შვიდი ადამიანი იმყოფებოდა - სამი ზრდასრული და ოთხი ბავშვი. ყველა ზრდასრული დაიღუპა, მათ შორის, ბავშვების დედა. როგორც BBC-ი წერს, მოზარდები ადგილობრივებმა ჯუნგლებში იპოვეს.

  • ცნობისთვის, მცირე ზომის თვითმფრინავი, Cessna 206, პირველ მაისს არარაკუარადან სან ხოსე დელ გუავიარისკენ მიფრინავდა, რა დროსაც გაუჩინარდა. ფრენამდე მისი პილოტი ძრავის პრობლემებზე საუბრობდა. სამძებრო სამუშაოების შემდეგ, რომელშიც 100-ზე მეტი ჯარისკაცი იყო ჩართული, თვითმფრინავი აღმოაჩინეს. კატასტროფის ადგილას იპოვეს ასევე ორი პილოტისა და ბავშვების დედის, 33 წლის მაგდალენა მუკუტუის ცხედრები, თუმცა ბავშვები არსად ჩანდნენ.

არასრულწლოვანი მგზავრები 2 კვირაზე მეტი დროის განმავლობაში იყვნენ დაკარგულები

მაშველები, რომელთაც თან მეძებარი ძაღლები ახლდათ, აცხადებენ, რომ მათ ტყეში ხილის ნარჩენები, ბავშვის საწოვარა ბოთლი და მაკრატელი იპოვეს, ასევე აღმოაჩინეს ჯუნგლების მცენარეული საფარით გაკეთებული თავშესაფრებიც.

ადგილობრივი რადიოსადგური აცხადებს, რომ ბავშვები იმ ტერიტორიის მკვიდრმა იპოვა. აღსანიშნავია, რომ სამხედროები, რომლებიც ბავშვებს ეძებდნენ, ჯერჯერობით ოფიციალურად არ ადასტურებენ მათი პოვნის ფაქტს, რადგან მოზარდები საკუთარი თვალით ჯერ არ უნახავთ, თუმცა აცხადებენ, რომ მათ დაუკავშირდნენ იქ მცხოვრები ადამიანები და გადარჩენილთა პოვნის შესახებ მიაწოდეს ინფორმაცია.

წყარო: theguardian

მოამზადა: ანა სიბოშვილმა