რუსეთის მიერ საქართველოსთვის სავიზო რეჟიმის გაუქმებისა და ავიამიმოსვლის აღდგენის შემდეგ, დღეს, 19 მაისს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში პირველი რუსული რეისი ჩამოფრინდა. ფრენა ავიაკომპანია "აზიმუტმა" შეასრულა.
როგორც გავარკვიეთ, ეს ვიდეო რამდენიმე წლის წინაა გადაღებული და რეალურად მასზე აღბეჭდილნი არიან უკრაინელი ბორტგამცილებლები, რომლებმაც ბორტზე მყოფ "სუხიშვილების" მოცეკვავეებს სიურპრიზი მოუწყვეს და სპეციალურად მათ პატივსაცემად იცეკვეს.
სხვადასხვა საინფორმაციო ვებგვერდებზე ეს ვიდეო 2021 წელსაა გამოქვეყნებული. უკრაინული მედია წერს, რომ ეს არის უკრაინის საერთაშორისო ავიახაზების ხომალდზე გადაღებული ვიდეო.
უკრაინელი ბორტგამცილებლები კი ალინა და იულია არიან, რომლებიც წლებია პროფესიონალურ დონეზე ცეკვავენ. (წყარო)
ნახეთ ასევე: