შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა პარლამენტში, ინტერპელაციის ფორმატში სიტყვით გამოსვლისას სპეცდანიშნულების რაზის წევრების იდენტიფიცირების საკითხთან დაკავშირებულ კითხვის პასუხად განაცხადა, რომ
"ნიღბიანი პოლიციელები იყვნენ, სახეებს ვერ ვარჩევდითო. სახელებსა და გვარებს ვერ დავაწერ ახლა უკან პიჯაკებზე და რობოკოპებზე - ნაჭრის მასკებზე როგორ დავნომროთ, ხო არ ამოვუქარგავ.მეტყვით ხლა დანომრეთო, უამრავ ქვეყანაშ საფრანგეთი, გერმანია არ არის ყველგან დანომრილი. ვიცი, რასაც მეუბნებით, 9 წელია მინისტრი ვარ და კარგად მესმის. კარგი, მესმის, რომ ჩაფხუტებზე შეიძლება დანომვრა, მაგრამ ნაჭრის ნიღბებზე როგო დავნომრავთ, ხომ არ ამოვუქარგავთ?!" - განაცხადა შს მინისტრმა.