ავტორი:

რუსების წარუმატებელი თავდასხმა: უკრაინელებმა ოკუპანტების მიერ გაშვებული ყველა დრონი გაანადგურეს - რა ხდებოდა წუხელ ფრონტის ხაზზე?

რუსების წარუმატებელი თავდასხმა: უკრაინელებმა ოკუპანტების მიერ გაშვებული ყველა დრონი გაანადგურეს - რა ხდებოდა წუხელ ფრონტის ხაზზე?

უკრაინის თავდაცვის ძალებმა, რუსული ძალების მიერ წუხელ განხორციელებული მასიური თავდასხმის დროს, Shahed-136/131 ტიპის 20 დრონი გაანადგურეს, - ინფორმაციას უკრაინული მედია ქვეყნის თავდაცვის ძალებზე დაყრდნობით ავრცელებს.

საჰაერო ძალების ცნობით, რუსეთის მიერ გამოშვებული ყველა უპილოტო საფრენი აპარატი განადგურდა.

ამავე ინფორმაციით, წუხელ, დედაქალაქ კიევში, კიევისა და ჩერნიგოვის ოლქებში საჰაერო განგაში გამოცხადდა. განგაშის გამოცხადებიდან მცირე დროის გასვლის შემდეგ კიევში საჰაერო თავდაცვა ამოქმედდა.

ადგილობრივმა ხელისუფლებამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ დედაქალაქის დნეპრის რაიონში ხანძარი გაჩნდა. მოგვიანებით, კიევის საქალაქო-სამხედრო ადმინისტრაციამ „ტელეგრამ“ არხზე დაწერა, რომ უკრაინის საჰაერო ძალებმა და საშუალებებმა კიევის თავდასხმისთვის გამოყენებული ყველა ირანული დრონი გაანადგურეს. ნამსხვრევები დედაქალაქის ოთხ რაიონში ჩამოვარდა, თუმცა, მსხვერპლი არ მოჰყოლია.