"გავრილოვიჩისგან“ რა უნდა გაგვიკვირდეს აუცილებლად ასეთ რაღაცებს ილაპარაკებს იმიტომ, რომ გარუსებული ქართველია, ოკუპანტის ენით ლაპარაკობს ეს ადამიანი და ამიტომ, ერთადერთი პასუხი მაქვს ირაკლი კობახიძის მიმართ, ჩვეულებრივი უბრალო ნაძირალაა, რომელსაც არაფერი ქართული, არაფერი მორალური და არანაირი პოლიტიკური სახე არ გააჩნია და ყველა მისი გამოჩენა არის შეურაცხყოფა ქართველი ხალხის, - ასე ეხმაურება "ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი, საქართველოში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის ოჯახის წევრების სტუმრობასთან დაკავშირებით, "ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის მიერ გაკეთებულ განცხადებებს.
ხაბეიშვილის განცხადებით, ოკუპანტებს საქართველოში არ უნდა ვმასპინძლობდეთ.
"საქართველო არის ერთი დიდი ოჯახი და დიახ, ანწუხელიძის, ოთხოზორიას და თათუხაშვილის მკვლელებს, ჩვენი ქვეყნის ოკუპანტებს საქართველოში არ უნდა ვმასპინძლობდეთ. 2023 წელს ამაზე რომ გვწევს საუბარი უმძიმესი ამბავი და დამსახურება რუსული პარტიის, რუსული კობახიძის, ირაკლი ღარიბაშვილის და ამ კოლექტიური გავრილოვების. კობახიძისგან, რომელმაც გავრილოვის ჩამოყვანას ხელი მოაწერა, შემდეგ პარლამენტში თავმჯდომარის სავარძელში ჩასვა, არ უნდა გაგვიკვირდეს.
"გავრილოვიჩისგან“ რა უნდა გაგვიკვირდეს აუცილებლად ასეთ რაღაცებს ილაპარაკებს იმიტომ, რომ გარუსებული ქართველია, ოკუპანტის ენით ლაპარაკობს ეს ადამიანი და ამიტომ, ერთადერთი პასუხი მაქვს ირაკლი კობახიძის მიმართ, ჩვეულებრივი უბრალო ნაძირალაა, რომელსაც არაფერი ქართული, არაფერი მორალური და არანაირი პოლიტიკური სახე არ გააჩნია და ყველა მისი გამოჩენა არის შეურაცხყოფა ქართველი ხალხის, იდენტობის, კულტურის, ტრადიციის და ყველა იმის, რითაც ვამაყობთ ქართველი ხალხი.
რუსეთის გუბერნიად გვაყალიბებენ, ოღონდ სულ რომ ჩაბარდე რუსეთს და პუტინს ისინი არაფერ ტერიტორიას არ დაგიბრუნებენ, ეს არის ტყუილი! სწორედ ამიტომ გვინდა ევროკავშირში, რომ ტერიტორიული მთლიანობა იყოს უზრუნველყოფილი, ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოება იყოს უზრუნველყოფილი. გულწრფელად გეუბნებით, ჩემთვის უმნიშვნელოვანესია ევროკავშირის წევრობა და ნატო-ში გაწევრიანება თუნდაც ერთი მიზეზით, რომ უზრუნველყოფილი იყოს ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა და უსაფრთხოება“, - განაცხადა ხაბეიშვილმა.
ის ასევე, გამოეხმაურა გუშინ, "ყვარლის ტბასთან“ პროტესტის დროს დაკავებულების საკითხს და აღნიშნა, რომ არანაირი სასამართლო არ იქნება, დაკავებულებს აუცილებლად დაუწერენ 2000-2000-ლარიან ჯარიმას.
მისივე განმარტებით, ეს არის ხარკი, რომელიც დაწესებული აქვს "ქართულ ოცნებას“ ანტიპუტინისტურ აქციებზე.
"ქვეყნის პატრიოტები დააკავეს ლავროვის და პუტინის გაპროტესტების გამო. სასამართლოს არ ველოდებით, ეს არ არის სასამართლო. მათ აქვთ ასეთი დასჯის მეთოდი, დააკავებენ, რამდენიმე დღე დაიტოვებენ ამ ადამიანებს დილეგში და შემდეგ ადმინისტრაციულად დააჯარიმებენ. არანაირი სასამართლო არ ჩატარდება. არანაირი სასამართლო არ იქნება, პირდაპირ შემიძლია გითხრათ განაჩენი - აუცილებლად დაუწერენ ყველას 2000-2000 ლარიან ჯარიმას მინიმუმ. ეგ არის ხარკი, რომელიც დაწესებული აქვს "ქართულ ოცნებას“ ანტიპუტინისტურ აქციებზე. ევროპა და დასავლეთი ლანძღეთ რამდენიც გინდათ, მაგრამ პუტინს თუ შეეხებით მაშინვე დაგაჯარიმებენ. ველოდებით ჩვენი თანამებრძოლების გათავისუფლებას. ჩვენ უნდა გავაგრძელოთ ბრძოლა და პროტესტი უნდა იყოს უწყვეტი“, - განაცხადა ხაბეიშვილმა.