ავტორი:

სასტუმრო თქვენი იდეალური დასვენებისთვის - დაჯავშნეთ Trademark Collection by Wyndham და შეხვდით ზაფხულს მშვიდად

სასტუმრო თქვენი იდეალური დასვენებისთვის - დაჯავშნეთ Trademark Collection by Wyndham და შეხვდით ზაფხულს მშვიდად

თუ ზაფხულისთვის იდეალურ დასვენებას გეგმავთ, იცოდეთ, რომ „Trademark Collection by Wyndham - თრეიდმარქ ქოლექშენ ბაი ვინდემ“ ის ადგილია, სადაც თანამედროვეობა ჰარმონიას ხვდება.

ზღვის ჰაერი, მზიანი სანაპირო, დაუვიწყარი ხედები, კეთილმოწყობილი და კომფორტული ნომრები, აუზი და სპა სივრცე, მომსახურების მაღალი სტანდარტი და საოცარი სამზარეულო - ამ ყველაფერს Trademark Collection by Wyndham თქვენი სრულყოფილი დასვენებისთვის აერთიანებს.

ეს გახლავთ სასტუმრო, რომელიც სხვადასხვა ასაკისა და გემოვნების მქონე სტუმრების მოთხოვნებს მაქსიმალურად ერგება თავისი მრავალფეროვანი შეთავაზებებით. კითხვაზე „სად დავისვენო ზაფხულში“ ბევრი ფიქრი აღარ მოგიწევთ, რადგან ფიჭვნარში ჩაფლული სასტუმრო, მშვიდ და ეკოლოგიურად სუფთა გარემოში თქვენ გელოდებათ.

Trademark Collection by Wyndham იდეალურია ბავშვებთან ერთად დასვენების მსურველებისთვის, რადგან რეკრეაციული ზონებითაა შემოსაზღვრული. გრიგოლეთის ჰაერი ცნობილია თავისი განსაკუთრებულობით. თქვენ შვილები ზღვის ტალღებში გაკაჟების პარალელურად, ტყის ჰაერსაც ისუნთქებენ.

სასტუმროში მდებარეობს რესტორანი "აგუნა", რომელიც უგემრიელესი ქართული და ევროპული კერძებით გიმასპინძლებთ. არ დაგავიწყდეთ, რომ რესტორნიდან ზღვის ულამაზესი ხედები იშლება.

ასევე ზღვის ხედები იშლება სასტუმროს ნომრებიდან, რომელიც მაქსიმალურად სტუმრების კომფორტზეა მორგებული.

Trademark Collection by Wyndham იდეალურია როგორც პასიური, ისე აქტიური დასვენების მსურველებისთვის. ვინც სპა პროცედურებსა და რელაქსაციას ანიჭებთ უპირატესობას, სასტუმროში დაგხვდებათ აუზი, ჯაკუზი და საუნები, რომლებით სარგებლობაც სასტუმროს ნებისმიერ სტუმარს უფასოდ შეუძლია. Trademark Collection by Wyndham-ში ასევე ისარგებლებთ პრემიუმ კლასის სპით, სადაც შეძლებთ ჩაიტაროთ სასურველი სარელაქსაციო ან გამაჯანსაღებელი პროცედურები.

აქტიური დასვენებისა და თავგადასავლების მოყვარულებისთვის კი სასტუმრო მრავალფეროვან საზღვაო-სასეირნო და სათევზაო ტურებს აწყობს.

მოემზადეთ წინასწარ ზაფხულის დასვენებისთვის და მშვიდად შეხვდით ცხელ დღეებს, სასტუმრო თქვენს დასვენებას დაუვიწყარ ისტორიად აქცევს. Trademark Collection by Wyndham-ში დასვენება საკუთარი თავისა და შესაძლებლობების აღმოჩენის საუკეთესო გზაა.

R