ავტორი:

კასპში მიკროავტობუსების შეჯახების შედეგად 8 ადამიანი დაშავდა

კასპში მიკროავტობუსების შეჯახების შედეგად 8 ადამიანი დაშავდა

კასპში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 8 ადამიანი დაშავდა. არსებული ინფორმაციით, გაჩერებულ მიკროავტობუსს, რომელშიც მგზავრები ისხდნენ, საპირისპიროდ მომავალი მიკროავტობუსი შეეჯახა, რა დროსაც 8 პირმა სხვადასხვა დაზიანება მიიღო.

როგორც "ინტერპრესნიუსს“ შსს-ში განუცხადეს, გამოძიება სსკ-ის 276- მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის დაზიანება გამოიწვია.

სასწრაფო დახმარების ბრიგადამ დაშავებულებიდან 6 პირი კასპის კლინიკა "მედალფაში" გადაიყვანა, 2 ადამიანი კი "გორმედში" გადაიყვანა.