ავტორი:

მკვლელობა ქვემო ქართლში - არსებული ინფორმაციით, მოკლული მამაკაცი ტაქსის მძღოლად მუშაობდა

მკვლელობა ქვემო ქართლში - არსებული ინფორმაციით, მოკლული მამაკაცი ტაქსის მძღოლად მუშაობდა

ქვემო ქართლში შუახნის მამაკაცი მოკლეს. მკვლელობა გუშინ მოხდა.

"ინტერპრესნიუსის" ინფორმაციით, მოკლული მამაკაცი ტაქსის მძღოლად მუშაობდა.

არსებული ინფორმაციით, აღნიშნულთან დაკავშირებით ორი პირია დაკავებული. დაკავებულებს შორის ერთი არასრულწლოვანია.

გამოძიება 109-ე მუხლით არის დაწყებული.