23 მაისს წიგნის ყველაზე მსხვილი მაღაზიათა ქსელი ბიბლუსი 15 წლის გახდა. საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით, ის კითხვის მოყვარულებს ტრადიციულად ფასდაკლებასა და სიურპრიზებს სთავაზობს. მომხმარებლებს 50%-მდე ფასდაკლებით შეეძლებათ ისარგებლონ 100 წიგნზე, საკანცელარიო ნივთებსა და აქსესუარებზე როგორც მაღაზიებში, ისე ვებგვერდზე, ონლაინ შენაძენის გაკეთებისას.
ასევე, ყოველი მე-15 მომხმარებელი შენაძენზე სიმბოლურ საჩუქრად შოკოლადს მიიღებს, მთავარი პრიზებისა და მათი მფლობელების შესახებ კი 24 მაისს გახდება ცნობილი. აღნიშნული საჩუქრის მიღება „ბიბლუსის“ ნებისმიერ მომხმარებელს შეუძლია და შენაძენის გაკეთებისას ის ავტომატურად ერთვება გათამაშებაში.
წიგნის მაღაზიათა ქსელი 2008 წელს დაარსდა. ერთი მაღაზიით დაწყებული ბიზნესი დღეს წიგნის ყველაზე მსხვილი ქსელია, რომელიც ათობით ჟანრის ათასობით წიგნს აერთიანებს და საქართველოს უმეტეს რეგიონშია ხელმისაწვდომი. „ბიბლუსი“ არის ქვეყნის ერთ-ერთი მსხვილი დამსაქმებელი და კომპანიის ყველა თანამშრომელს ერთი მიზანი აერთიანებს – გახადოს წიგნი ხელმისაწვდომი საქართველოს ყველა კუთხეში და კიდევ უფრო მეტად შეაყვაროს ადამიანებს კითხვა.