23 მაისს. უმძიმესი დანაშაული მოხდა თბილიში, წერეთლის გამზირზე. სოციალურ ქსელში დაწყებული დაპირისპირების შემდეგ, ახალგაზრდების კონფლიქტი ჩხუბში გადაიზარდა და ერთ-ერთი მათგანის მკვლელობით დასრულდა.
"კურიერის" ინფორმაციით, სოციალურ ქსელ "ტელგრამში" დაპირისპირების შემდეგ, 21 წლის ახალგაზრდამ უცნობი თანატოლი წერეთლის გამზირზე დაიბარა და გარშემომყოფების თვალწინ დანა ჩაარტყა. მოკლულია 20 წლის შალვა ქაშაკაშვილი. რომელსაც მკვლელმა ჭრილობაში იარაღი ჩაუტოვა და გაიქცა. დაჭრილი ახალგაზრდის გადარჩენა ექიმებმა ვერ შეძლეს. ის კლინიკაში მიყვანიდან მალევე გარდაიცვალა.
"კონფლიქტი მოუვიდათ, ამოიღო დანა და მორჩა... დასისხლიანებული წაუყვანიათ ექიმებს ბიჭი", - ყვება "კურიერთან" გარდაცვლილი ბიჭის მეზობელი.
მკვლელობის ფაქტი ქუჩაში დამონტაჟებულმა კამერებმა აღბეჭდეს, რის გამოც პოლიციამ სავარაუდო მკვლელის იდენტიფიცირება მარტივად შეძლო და ახლა ის დაკავებულია.
ვიდეოჩანაწერებში ჩანს, როგორ უსწორდება დანით შალვა ქაშაკაშვილს დაკავებული. ნივმთტკიცებად ამოღებულია მკვლელობის იარაღი - დანა.
21 წლის მამაკაცი, ბრალდებული წინასწარი დაკავების იზოლატორშია და ის დუმილის უფლებას იყენებს. განზრახ მკვლელობაში ბრალს მას, სავარაუდოდ, ხვალ წარუდგენენ.
ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, დაკავებულს 15-20 წლამდე პატიმრობა ემუქრება.