ავტორი:

"ბიბლუსის" მოულოდნელი სუპრიზები მომხმარებლებს - თქვენი საყვარელი წიგნის მაღაზიათა ქსელი 15 წლის გახდა

"ბიბლუსის" მოულოდნელი სუპრიზები მომხმარებლებს - თქვენი საყვარელი წიგნის მაღაზიათა ქსელი 15 წლის გახდა

23 მაისი „ბიბლუსის“ დაბადების დღეა, რაც იმას ნიშნავს, რომ ყოველ წელს ფილიალებში მისულ მომხმარებლებს სადღესასწაულო განწყობა ხვდებათ.

წელსაც, მათ საშუალება ჰქონდათ, 100 წიგნზე 50%-იანი ფასდაკლებით ესარგებლათ. ყველა მომხმარებელი კომპანიამ ტკბილეულით დაასაჩუქრა, ყოველ 30-ეს „ბიბლუსის“ ლოიალურ ბარათზე 15 ქულა დაერიცხა, რაც სიმბოლურია 15 წლის იუბილისა, ასევე ყოველ 50-ე მომხმარებელს საშუალება ჰქონდა, 99%-იანი ფასდაკლებით ესარგებლა.

როგორც „ბიბლუსში“ აცხადებენ, მათთვის სასიამოვნოა, რომ მომხმარებლისთვის სადღესასწაულო განწყობის შექმნა შეძლეს და სიურპრიზების მოწყობას მომავალშიც გააგრძელებენ.

„ჩვენ უკვე 15 წელია კითხვის მოყვარულებს აქტიურად ვემსახურებით საქართველოს სხვადასხვა რეგიონში და საშუალებას ვაძლევთ, არცერთი ლიტერატურული სიახლე არ გამოტოვონ. საამაყოა, რომ ათასობით ლოიალური მომხმარებელი შევიძინეთ და კვლავაც ერთგულად გავაგრძელებთ კითხვის პოპულარიზაციას,“ - აღნიშნეს „ბიბლუსში“.

წიგნის მაღაზიათა ქსელი 2008 წელს დაარსდა. ერთი მაღაზიით დაწყებული ბიზნესი დღეს წიგნის ყველაზე მსხვილი ქსელია, რომელიც ათობით ჟანრის ათასობით წიგნს აერთიანებს და საქართველოს უმეტეს რეგიონშია ხელმისაწვდომი.

„ბიბლუსი“ არის ქვეყნის ერთ-ერთი მსხვილი დამსაქმებელი და კომპანიის ყველა თანამშრომელს ერთი მიზანი აერთიანებს – გახადოს წიგნი ხელმისაწვდომი საქართველოს ყველა კუთხეში და კიდევ უფრო მეტად შეაყვაროს ადამიანებს კითხვა.

R