ავტორი:

"ვარდებმა მთლიანად შეცვალეს ჩემი ცხოვრება" - სტომატოლოგი, რომლის ბაღშიც 300-ზე მეტი ჯიშის ვარდი ხარობს

"ვარდებმა მთლიანად შეცვალეს ჩემი ცხოვრება"  -  სტომატოლოგი, რომლის ბაღშიც 300-ზე მეტი ჯიშის ვარდი ხარობს

დღეს ვარდებზე უზომოდ შეყვარებულ ქალბატონს, ლელა კაჭარავას გაგაცნობთ. მისი ვარდების კოლექცია 300-მდე სახეობას მოიცავს და ნამდვილად შთამბეჭდავი სანახავია. გარდა იმისა, რომ ქალბატონმა ლელამ საკუთარი გატაცების შესახებ გვიამბო, პრაქტიკული რჩევებიც გაგვიზიარა.

- თბილისში ვცხოვრობ. პროფესიით სტომატოლოგი გახლავართ და 23 წელია აქტიურად ვმუშაობ ამ დარგში. ჩემი გატაცება კი ულამაზესი ვარდებია, რომლებმაც მთლიანად შეცვალეს ჩემი ცხოვრება.

- ყვავილების სიყვარული როდის და რატომ "შეგეყარათ“?

- ყვავილების სიყვარული იებით დაიწყო, დაახლოებით 9 წლის წინ. 60 ჯიშის ია მქონდა. სწორედ იების ყიდვის დროს გავიგე ნუცუბიძის პლატოზე ვარდების სათბურის შესახებ და ასე აღმოვჩნდი მირანდას ვარდებში. არასდროს დამავიწყდება ის პირველი ემოცია, რაც იქ განვიცადე. ამდენი ფერის, ჯიშის ერთად აყვავებული ვარდი არსად მენახა. სწორედ მაშინ დავიწყე მეუღლის ეზოში, დაბა ჟინვალში ვარდების მოშენება. მანამდე ვარდი მხოლოდ თეთრი და წითელი მეგონა. 2015 წელს დავიწყე და დღემდე ბაღის კეთების პროცესში ვარ.

- რატომ ვარდები?- ვარდი საკმაოდ პრეტენზიული, მაგრამ მადლიერი მცენარეა. კარგი მოვლის პირობებში საოცრად ყვავილობს. უყვარს მზე, წყალი, კარგი კვება და წამლობა.

- კონკრეტულად როგორი მოვლა სჭირდება ვარდს?- ვარდს კარგი ზრდა-განვითარებისთვის აუცილებლად სჭირდება წამლობა. ადრე გაზაფხულიდან ვიწყებთ პროფილაქტიკურ შეწამვლას, რათა თავიდან ავიცილოთ დაავადებების გავრცელება, რადგან თუ დაავადდა, მცენარე შემდეგ მკურნალობა ხანგრძლივი პროცესია და შეიძლება სეზონი ისე დამთავრდეს, ვერ ვნახოთ ყვავილობა.

- რამდენი სახეობის ვარდი ბინადრობს თქვენს ბაღში?

- ჩემს ეზოში სამასამდე ჯიშის ვარდია. არის ინგლისური, გერმანული, ფრანგული, იაპონური სელექციის ვარდები. ფლორიბუნდები, ხვიარები, შრაბები. პირადად ჩემი ფავორიტი დევიდ ოსტინის ინგლისური საკოლექციო ვარდებია. მათგან განსაკუთრებით მიყვარს საოცრად სურნელოვანი ჯუდი ობსქური და ულამაზესი შვედეთის დედოფალი. ასეთი ჯანმრთელი, უხვად მოყვავილე და სურნელოვანი ვარდები იშვიათია.

- მავნებლებს, დაავადებებს როგორ და რა პრეპარატებით ებრძვით?

- 3-4 კვირაში ერთხელ ვწამლავთ დაავადებების და მავნებლების წინააღმდეგ, ფუნგიციდებით და ინსექტიციდებით. შეგვიძლია გამოვიყენოთ როგორც ბიო, ასევე ქიმიური პრეპარატები. წამლობის გარდა ვარდს აუცილებლად სჭირდება კვება, როგორც მინერალური, ასევე ორგანული საკვებით და სტიმულატორებით. გააგრძელეთ კითხვა