საქართველოში ბევრი ოჯახის საქმიანობა ვენახსა და ღვინოს უკავშირდება, თუმცა გუგოშვილების ისტორია განსაკუთრებულია.
„ჩემი ყურძენთან ურთიერთობა ბავშვობიდან და ოჯახის წინაპრებით იწყება. ყვარელში, ახალსოფელში, ღვინოს ჯერ პაპაჩემი, მერე მამა აყენებდა. ახლა საოჯახო მეღვინეობას მე ვუდგავარ სათავეში. იმ ღვინოს, რასაც ჩემი ოჯახის წევრები სახლში აყენებდნენ, მაშინ ბიზნესის დანიშნულება არ ჰქონდა. მართალია, ხანდახან ყიდდნენ ხოლმე, მაგრამ ისეთი ცნებები, როგორებიცაა: ბოთლში ჩამოსხმა, ეტიკეტი და სხვა, ჯერ საერთოდ არ არსებობდა. ღვინოს, ძირითადად, სახლში მოსახმარებლად და ახლობლებისთვის, ოჯახური დღესასწაულებისთვის ვამზადებდით. რამდენიმე წლის წინ უკვე მეღვინეობის კომერციული მიმართულებით დავინტერესდი და ვენახების გაფართოება, ასევე ღვინის ოფიციალურად წარმოება განვიზრახე. ამისთვის მქონდა გარკვეული თანხა, თუმცა როცა დიდი ბიზნესის წამოწყებას ფიქრობ, 5 და 10, 000 საკმარისი არ არის. დახმარებისთვის ლიბერთი ბანკს მივმართე, რომელმაც მალევე დამიმტკიცა სესხი და თან, დაბალი პროცენტით. ასე ჩამოყალიბდა დღეისთვის უკვე ბევრისთვის ცნობილი „გუგოშვილების მარანი,“ - გვიყვება ნადია გუგოშვილი.
წარმოებაში მთელი ოჯახი სხვადასხვაგვარადაა ჩართული. ოჯახის წევრების გარდა, ახლობლებიც ეხმარებიან, რადგან საკმაოდ ბევრი საქმეა, ყოველი დილა მიწის დამუშავება-დასუფთავებით იწყება და შემდეგ კიდევ ათასი საქმე მოჰყვება დღის ბოლომდე, სტუმრების მიღება იქნება ეს თუ სხვა. საქმეში ჩართული ოჯახის წევრებსა და ახლობლებს როლები გადანაწილებული აქვთ და, შესაბამისად, საქმესაც წარმატებით უმკლავდებიან.
„გუგოშვილების მარანი“ მომხმარებლებს სთავაზობს როგორც პროდუქტს, ღვინის სახით, ისე სხვა მომსახურებასაც.
„რადგანაც ყვარელი ქინძმარაულის მიკროზონაა, პირველ რიგში, ვაწარმოებთ მისგან დაწურულ ღვინოს. ასევე გვაქვს რქაწითელი და საღებავი. წარმოებაშია ნამდვილი ქართული არაყი და ჭაჭაც, რომელსაც ახლა 6 წლის დაძველება აქვს და ძალიან დიდი მოწონებით სარგებლობს როგორც ქართველების, ისე აქ ჩამოსული უცხოელების მხრიდან. ჩვენი პროდუქციის დაჭაშნიკება ჩვენსავე მამულშია შესაძლებელი, სადაც მარნების დათვალიერება და აქვე დარჩენაც შეგიძლიათ,“ - განმარტავს გუგოშვილი.
აღსანიშნავია, რომ სასტუმრო არ არის ტიპური სასტუმროს კონცეფციის. სტუმრებისთვის სულ 5 ოთახია. მარანში მისულ სტუმრებს ხშირად გემრიელი, კახური ვახშმით უმასპინძლდებიან და როცა დაიღლებიან ან დაუგვიანდებათ, დარჩენასაც სთავაზობენ. განსაკუთრებული სერვისის გამო „გუგოშვილების მარანი“ საკმაოდ პოპულარულია როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო მოგზაურებში და ამიტომ სტუმრებიც საკმაოდ ხშირად ჰყავთ. ქალბატონი ნადია ერთ შემთხვევას განსაკუთრებულად იხსენებს:
„გერმანელი ექიმები გვეწვივნენ, რომლებმაც შემოგვთავაზეს ჩვენთან მუშაობა. თავიდან დავიბენი, ვიფიქრე, რაზე უნდა დამესაქმებინა ეს ხალხი. მეორე დილით მოვიდნენ და ისევ მკითხეს, მქონდა თუ არა რაიმე საქმე, რაშიც დავიხმარებდი. თხილის მოსავლის სეზონი იყო და წავიყვანე თხილნარში, სადაც მთელი დღე ერთად ვიმუშავეთ. საღამოს ვახშმით გავუმასპინძლდი და ჩვენი ნატურალური პროდუქტებიც ვაჩუქე მადლობის ნიშნად. მეორე დღეს წავიდნენ და თანამშრომელმა დამიძახა, ოთახში ფული დარჩათო. მაშინვე დავურეკე და და შევატყობინე, მაგრამ გაეღიმათ და მითხრეს, ეს თანხა საგანგებოდ დავტოვეთ თქვენი გულითადი მასპინძლობისთვისო. ვინ არ მოსულა და დარჩენილა ჩვენთან, მაგრამ ასეთი სტუმარი მართლა არასოდეს მყოლია.
მეღვინეობა ჩვენთვის, მთელი ოჯახისთვის ცხოვრების განუყოფელი ნაწილია. ამით ვარსებობთ და გულით ვცდილობთ, რომ მართლა კარგი და ხარისხიანი დავამზადოთ ყველაფერი, რასაც მერე ჩვენს მომხმარებელს შევთავაზებთ. როგორც აღვნიშნე, ამ საქმის ბიზნესად ქცევაში თავის დროზე ლიბერთი დამეხმარა და მინდა გითხრათ, რომ მხოლოდ ამ სესხით არ დასრულებულა ჩვენი ურთიერთობა. ხშირად მოდიან ჩემს ვენახებში ბანკის წარმომადგენლები, ინტერესდებიან, თუ რას ვაკეთებთ, როგორ ვაკეთებთ, რამე ხომ არ გვჭირდება. აქედან გამომდინარე, სულ მაქვს იმედი, რომ რამე თუ დამჭირდება, ისევ შემიძლია ლიბერთის მივმართო.“
გუგოშვილების ოჯახს დიდი გეგმები აქვთ. როგორც თავად აღნიშნავენ, უცხოელი სტუმრები ხშირად ჰყავთ, მაგრამ კიდევ უფრო ფართო მასშტაბზე გვსურს სურთ.
R