რუსულმა "კომერსანტმა“ გაარკვია, რომ 100-ადგილიანი რუსული თვითმფრნავის, Sukhoi Superjet 100-ის (SSj-100) ექსპლუატანტი ძირითადი ავიაკომპანიები სანავიგაციო სისტემას უჩივიან.
ისინი აცხადებენ, რომ თვითმფრინავში ჩაშენებულ სანავიგაციო ბაზას ჩავარდნები აქვს და არასრულ ინფორმაციას იღებენ.
საქმე ისაა, რომ მას შემდეგ, რაც 2022 წლის გაზაფხულიდან ფრანგულმა Thales-მა სანქციების გამო რუსეთისთვის პროგრამული უზრუნველყოფის განახლება შეწყვიტა, რუსეთის ავიამშენებელი კორპორაცია "ირკუტი“ SSj-100-ის წარმოებაში სანქტ-პეტერბურგის ტექნოლოგიური კომპანია "ავია-ბრიფინგის“ მონაცემთა ბაზას იყენებს. "ავია-ბრიფინგი“
ავიაკომპანია Rossiya, რომელიც SSJ-100 თვითფრინავების უმსხვილესი ექსპლუატანტია, სისტემის შეცვლას ალტერნატიული სანავიგაციო ბაზით მოითხოვს, რომელიც რუსეთის ფედერაციის საჰაერო მოძრაობის მართვის სახელმწიფო კორპორაციასთან არსებულმა აერონავიგაციის საინფორმაციო ცენტრმა შეიმუშავა. თუმცა "ირკუტმა“ ავიაკომპანიას შეახსენა, რომ სახელმწიფო კორპორაციის პროგრამა ჯერ არ არის დამოწმებული.
"კომერსანტმა“ SSJ-100-ის პილოტები გამოკითხა, რომლებმაც შიდა ნავიგაციის მუშაობაში პერიოდული ჩავარდნები დაადასტურეს.
აღსანიშნავია, რომ Rossiya Airlines-ის მიერ დასახელებულ სანავიგაციო პრობლემას ავიაკომპანია Red Wings-იც აღიარებს, რომელიც საქართველოში შემოდის და 2 ივნისიდან, კვირაში 3 სიხშირით სოჭი-თბილისი-სოჭის, ასევე, მოსკოვი-ქუთაისი-მოსკოვის საჰაერო ხაზებზე იწყებს ოპერირებას. გააგრძელეთ კითხვა
იხილეთ ასევე: