ავტორი:

"თუ ასე გაგრძელდა, ქართველმა ხალხმა არ ვივაჟკაცეთ და ესენი კინწისკვრით არ გავყარეთ, მომავალ წელს, ამ დროს უკვე რუსეთის დროშას გამოფენენ" - ხაბეიშვილი

"თუ ასე გაგრძელდა, ქართველმა ხალხმა არ ვივაჟკაცეთ და ესენი კინწისკვრით არ გავყარეთ, მომავალ წელს, ამ დროს უკვე რუსეთის დროშას გამოფენენ" - ხაბეიშვილი

თუ ასე გაგრძელდა, ქართველმა ხალხმა არ ვივაჟკაცეთ და ესენი არ გავყარეთ კინწისკვრით, მომავალ წელს, ამ დროს, ისინი უკვე რუსეთის დროშას გამოფენენ, - ასე გამოეხმაურა "ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი ლევან ხაბეიშვილი იმ ფაქტს, რომ წინა წლისგან განსხვავებით, პარლამენტის შენობასთან 26 მაისის ღონისძიებისთვის ევროკავშირის დროშა გამოფენილი აღარ არის.

ხაბეიშვილის თქმით, ეს კიდევ ერთი ნიშანია იმის, რომ ბიძინა ივანიშვილს ამ ქვეყნის რუსეთიზაცია ოფიციალურად გადაწყვეტილი აქვს.

"ის, რომ თუნდაც, 2021 წელს ევროკავშირის დროშები იყო დამოუკიდებლობის დღეს და დღეს გააქრეს, ეს არის კონკრეტული გზავნილი, როგორც შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ, რომ მიმდინარეობს ამ ქვეყნის რუსეთიზაცია, რომ ისინი უკვე ღიად ანტიევროპულ კამპანიას ეწევიან, რომ ისინი საბოტაჟირებენ ევროკავშირის სტატუსს და ასეთი დეტალები არის გამოვლინება და გზავნილები როგორც ჩვენი პარტნიორებისთვის, ასევე ქვეყნის შიგნით. არ გაგიკვირდეთ, რომ თუ ასე გაგრძელდა, ქართველმა ხალხმა არ ვივაჟკაცეთ და ესენი არ გავყარეთ კინწისკვრით, მომავალ წელს, ამ დროს, ისინი უკვე რუსეთის დროშას გამოფენენ, აქამდე აღარაფერი არ დარჩენიათ. იყო დრო, როცა მოსახლეობა ამბობდა, რომ ამას არ იკადრებენ, ამას არ გააკეთებენ, ესენი პრორუსები არ არიანო, მაგრამ ყველა ჯერზე ქართველი ხალხი ხედავს, თუ როგორ მიისწრაფვის რუსი ოლიგარქი ბიძინა ივანიშვილი და "რუსული პარტია“ რუსეთისკენ და როგორი "ლავსთორი“ აქვთ მათ. ამიტომ, ამ დროშების არდაკიდება კიდევ ერთი ნიშანია იმის, რომ ოფიციალურად გადაწყვეტილი აქვს ბიძინა ივანიშვილს ამ ქვეყნის რუსეთიზაცია“,- განაცხადა ხაბეიშვილმა.