ავტორი:

თელავში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული 8 წლის ბავშვი თბილისში, იაშვილის კლინიკაში გადმოიყვანეს

თელავში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული 8 წლის ბავშვი თბილისში, იაშვილის კლინიკაში გადმოიყვანეს

თელავში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული 8 წლის ბავშვი იაშვილის კლინიკაში გადმოიყვანეს. როგორც თელავის რეფერალურ საავადმყოფოში აცხადებენ, ბავშვი შემთხვევის შემდეგ კლინიკაში კომატოზურ მდგომარეობაში შეიყვანეს.

"მას აღენიშნებოდა თავის ტრამვა, იმყოფებოდა მართვით სუნთქვაზე. დაშავებულს გაეწია შესაბამისი მკურნალობა, თუმცა ის საჭიროებდა სპეციალიზირებულ კლინიკაში მკურნალობას და ამიტომ გადაყვანილი იქნა თბილისში" - განაცხადეს თელავის ეფერალურ საავადმყოფოში.

ცნობისთვის, ავტოსაგზაო შემთხვევა თელავში დღეს მოხდა. 8 წლის ბავშვს მანქანა იმ დროს დაეჯახა, როცა გზის გადაკვეთას ცდილობდა.