"დოღი ბაზალეთზე" - ამ სიტყვებით საქართველოს მეოთხე პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის ფოტოებს ცნობილი ფოტოგრაფი, ლელი ბლაგონრავოვა ავრცელებს. კადრებში ჩანს, როგორც ყოფილი პრეზიდენტი, ისე მისი მეუღლე მაკა ჩიჩუა.
შეგახსენებთ, რომ თბილისში, რუსთაველის გამზირზე ოფიციალური ღონისძიება მიმდინარეობს, როგორც ჩანს, მარგველაშვილი სტუმრებს შორის არ არის და დუშეთში დოღს ესწრება.
ჯერ კიდევ პრეზიდენტობის პერიოდში გიორგი მარგველაშვილი ოჯახთან ერთად საცხოვრებლად დუშეთში გადავიდა, სადაც მეუღლესთან, მაკა ჩიჩუასთან და ორ საერთო შვილთან, თომასთან და თემოსთან ერთად ცხოვრობს. რამდენიმე წლის წინ ცნობილი გახდა, რომ ექსპრეზიდენტი დუშეთში 2 წლის წინ აშენებულ კოტეჯს საერთაშორისო ტურისტულ პლატრფორმა Airbnb-ზე აქირავებს. გიორგი მარგველაშვილი პრეზიდენტობის ვადის ამოწურვის შემდეგ ლექციების ჩატარებას მიუბრუნდა. ის პოლიტიკის შესახებ ლექციას "ჯიპაში" კითხულობს.